წყალმომარაგების პრობლემა ნიჩბისში

მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც სამჯერ ჩატარებულმა ტენდერმაც ვერ მოაგვარა.

მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისს წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივები წვიმის იმედად არიან. პერიოდულად ონკანში წამოსული წყალი კი სასმელად უვარგისია. წყალმომარაგების აღდგენა სამი წლის წინ მოცულობითი რეზერვუარის დამონტაჟებით სცადეს. სამი წლის თავზე რეზერვუარი ისევ ამორტიზებულია და მისი შეკეთება ვერ ხერხდება.

გენო ოსიყმაშვილი დაინტერესდა, ვის ეკისრება შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა.