„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გურიაში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა

„ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავლის“ ბენეფიციარმა, შპს ბლუბერიმ 6.9 ჰექტარი მიწის ფართობზე ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი ოზურგეთის დაბა ნარუჯაში მდებარეობს. ლურჯი მოცვის ბაღი პროექტის მენეჯერმა და გურიის გუბერნატორმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ბენეფიციარი პროექტში 2016 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 100 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.