მცხეთის მიწათსარგებლობის ახალ გეგმაზეა დამოკიდებული, მოიხსნება თუ არა ისტორიულ ქალაქში ოთხი წლის წინ დაწესებული მორატორიუმი.
პროექტის ერთხელ ჩავარდნის შემდეგ დოკუმენტს ტენდერში გამარჯვებული ახალი ჯგუფი წერს. მანამდე კი მცხეთაში ნებისმიერი სამშენებლო ნებართვის გაცემა აკრძალულია.
ადგილობრივებს საკუთარი სახლის ფასადის შეცვლაც კი არ შეუძლიათ. შეზღუდვები მას შემდეგ დაწესდა, რაც იუნესკომ ისტორიული ქალაქი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიტანა.