ქართველი მთამსვლელების წარმატება

ქართული ალპინიზმის ისტორიაში პირველად ქართველმა მთამსვლელებმა უმაღლესი სპორტული ჯილდო – „ოქროს წერაყინი“ მოიპოვეს. არჩილ ბადრიაშვილის, გიორგი ტეფნაძისა და ბაქარ გელაშვილის მიერ განხორციელებულმა ასვლამ განსაკუთრებული აღიარება დაიმსახურა. დაჯილდოება საფრანგეთში გაიმართა. ქართული ალპინიზმის ისტორიაში ეს ასეთი მასშტაბის პირველი ჯილდოა.

აღსანიშნავია, რომ იუნესკო-მ ალპინიზმს 2019 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.