„ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“

„ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ გალა კონცერტით გაიხსნა. ის ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც იუნესკო-ს მაღალი პატრონაჟი მეხუთედ მოიპოვა. ცხრა დღის განმავლობაში, ბათუმს მსოფლიო დონის მუსიკოსები ეწვევიან. ფესტივალის დამაარსებლის, ელისო ბოლქვაძის გადაწყვეტილებით, პირველი კონცერტიდან შემოსული თანხა, ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს მოხმარდებათ.