მცხეთა-თბილისის ეპარქიალურმა საბჭომ პირველი განცხადება გაავრცელა. ბრძანებას ხელს ილია მეორე აწერს. ვაფრთხილებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან. პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში კი, უნდა მომართონ საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა–თბილისის ეპარქიალურ მუდმივმოქმედ კომისიას“, – წერია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ეპარქიალური საბჭო 13 ნოემბერს შეიქმნა.