მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი ზვავსაშიშროებაა. თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-ე, 112-ე კილომეტრზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.