მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გვირაბის მშენებლობა დასრულდა
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე 2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა.
ახალი გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5 მ-ია, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას აშენდა.
გვირაბი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს. მათი თქმით, სტიქიის შემთხვევაშიც ახალი გვირაბით დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. ამასთან ერთად, ახალი ინფრასტრუქტურის საშუალებით ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საკონტრაქტო ღირებულება 51 მილიონ ლარზე მეტია.