დასავლეთ საქართველოში ფაროსანას, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კალიების გავრცელების უარყოფით შედეგებზე საუბრობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი. ნიკოლოზ მესხის თქმით, ფაროსანა ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული და აზიანებს თხილს, ვაშლს, სიმინდს, ატამსა და სხვა მცენარეებს. მესხის განმარტებით, ამ ეტაპზე ფაროსანას საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 125-000 ჰექტარი. რაც შეეხება კალიას, ის ძირითადად გავრცელებულია კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთასა და თბილისის შემოგარენში. მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე წელს 93-000 ჰექტარი არის დამუშავებული. სააგენტო აღნიშნულ ღონისძიებებს 2017 წლიდან ახორციელებს.