ჩინეთი ფაროსანას შესაწამლ ტექნიკას საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცემს

ჩინეთი ფაროსანას შესაწამლ ტექნიკას საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცემს.

საუბარია შესასხურებლებით აღჭურვილ ბორბლებიან ტრაქტორებსა და სატვირთო პიკაპებზე, რომლებსაც პირველად ტექნიკურ მომსახურებას ჩინეთიდან ჩამოსული სპეციალისტები გაუწევენ.

კონტრაქტს ხელი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკურმა და სავაჭრო კონსულმა მოაწერეს.

ტექნიკა საქართველოში გაზაფხულზე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყებამდე შემოვა.