საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის, ჩინეთის დახმარების პროექტის – „აზიური  ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობა“ ფარგლებში, გადმოცემული ტექნიკის მიღების დოკუმენტი გაფორმდა.

ლევან დავითაშვილმა ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობა უკანასკნელ წლებში არა ერთი მიმართულებით გაღრმავდა. დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მოაწერეს.

 

დატოვე კომენტარი