საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის, ჩინეთის დახმარების პროექტის – „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობა“ ფარგლებში, გადმოცემული ტექნიკის მიღების დოკუმენტი გაფორმდა.
ლევან დავითაშვილმა ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობა უკანასკნელ წლებში არა ერთი მიმართულებით გაღრმავდა. დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მოაწერეს.