მაუწყებლობის შესახებ კანონი

მაუწყებლობის კანონში განხორციელებული ცვლილებები ძალაში საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე შევა.

ვეტო დაძლეულ კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა. პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო მიმდინარე წლის 21 თებერვალს, 83 მომხრე ხმით დაძლია. 28 თებერვალს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ვეტოდაძლეულ კანონს ხელი არ მოაწერა.

რეგლამენტის თანახმად, თუ პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს, მას ხელს აწერს და ხუთ დღეში საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.