პრეზიდენტის ვეტო – პრემიერ-მინისტრის კომენტარი

15:11, 19.03.2024

„სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ ექნება ეს სურვილი.“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს და ემსახურება ევროკავშირის ცხრა პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

მსგავსი