პრეზიდენტის ინტერვიუ უცხოურ მედიასთან - გამოხმაურება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტის შესახებ რამდენიმე უცხოურ მედიასთან, მათ შორის „ბიბისისთან“ ისაუბრა. მისი თქმით, „მესამე სექტორთან დაკავშირებით ყველაფერი გამჭვირვალეა, გაუმჭვირვალეა მხოლოდ კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე“. „ბიბისის“ ჟურნალისტის კითხვას, დაადებს თუ არა კანონპროექტს ვეტოს, ზურაბიშვილმა დადებითი პასუხი გასცა და თქვა, რომ მის მიერ დადებული ვეტო ხალხის ხმა იქნება.