პარლამენტმა პრეზიდენტის მორიგი ვეტო დაძლია

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია.

პროცედურამ ოპოზიციის მწვავე პროტესტის ფონზე ჩაიარა.

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების ჩაგდებას ხელისუფლების ოპონენტები ცესკო-ს დამორჩილებად აცხადებენ. ჩიხიდან გამოსვლა თუ საარჩევნო ადმინისტრაციაზე პოლიტიკური გავლენების მოპოვება – მმართველი გუნდის მიერ მომზადებული სადავო კანონი პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი თემა ხდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და პროფესიული წევრების ასარჩევად ს შემცირება და მოადგილის ოპოზიციური კვოტის გაუქმება – ეს საარჩევნო კოდექსში შესული ორი მთავარი სადავო ცვლილებაა. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ვენეციის კომისიის დასკვნის და ევროკომისიის რეკომენდაციის იგნორირებაში ადანაშაულებს. ერთპარტიული ცესკო-ს ფორმირების ბრალდების პასუხად მმართველი პარტიიდან ოპონენტებს ახსენებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში რვა პარტიაა წარმოდგენილი.

ვეტოს დაძლევა და კანონპროექტის თავდაპირველი რედაქციით მიღება ნიშნავს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის ხუთი წლით არჩევა უბრალო უმრავლესობითაც იქნება შესაძლებელი.

თათია მაყაშვილი ადევნებდა თვალს ხმაურიან პროცესს, რომელიც ვეტოს დაძლევით დასრულდა.