მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე რომან გოცირიძის კანონპროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
რომან გოცირიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებას ეხებოდა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ჩავარდა.
გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა, მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე განისაზღვრებოდა.
ასევე, უქმდებოდა მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.