პარტიულ სიებში გენდერული კვოტირება უქმდება

კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით დღეს მიიღებს.

„გირჩის” კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტზე გუშინ გვიან ღამით დასრულდა. პროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიციის ნაწილი. ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები განმარტავენ, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილება არღვევს ქალების უფლებებს და ამცირებს მათ წარმომადგენლობას პოლიტიკაში. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდისთვის ხელოვნური ჩარევა საჭირო აღარ არის და საარჩევნო სიების დაკომპლექტება პარტიებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ.