მასწავლებლის ეროვნული პრემია

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატები გამოვლენილები არიან. დაჯილდოების ცერემონია ცოტა ხნის წინ დასრულდა. გამარჯვებულებს შორის არიან თბილისის და სხვადასხვა რეგიონის სკოლების პედაგოგები. განაცხადების მიღების შემდეგ, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა კომისიამ ათი საუკეთესო ისტორიის მქონე პედაგოგი შეარჩია. ღვაწლმოსილ პედაგოგებს საზოგადოების და განათლების სისტემაში შეტანილი წვლილისთვის პრემია ოპერის თეატრში, საზეიმო ვითარებაში გადასცეს. მასწავლებლებმა ფულადი პრემიებიც მიიღეს.