რამდენიმე წუთში წლის საუკეთესო პედაგოგი გამოვლინდება.
ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. შემოქმედებითი უნარები და კრეატიულობა ის მთავარი კრიტერიუმებია, რომელთა მიხედვით 15-კაციანმა ჟიურიმ უნდა იხელმძღვანელოს.
კონკურსის ბოლო ეტაპზე გასულ პედაგოგებს შორის ორი რეგიონიდანაა. ერთ-ერთი თბილისის კერძო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კი პირველი არხის პროექტ „ტელესკოლის“ პედაგოგია. ჯილდოსთან ერთად გამარჯვებული ფულად პრიზსაც მიიღებს 10 000 ლარის ოდენობით.
უკვე მეხუთედ საქართველო პედაგოგის მსოფლიო დღეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიით აღნიშნავს.