მასწავლებლის ეროვნული პრემია

18:03, 21.08.2024

მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. განაცხადების მიღება დასრულებულია. კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 კანდიდატი უკვე შეარჩია. ჟიური სხვადსხვა სპეციალობის ადამიანებით იყო დაკომპლექტებული. შერჩეულ პედაგოგებს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეროვნული პრემია, სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით გადაეცემა.

მსგავსი