მასწავლებლის ეროვნული დღე

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატები გამოვლენილია.

პედაგოგის ეროვნულ დღეს ახალი ჯილდო 10 მასწავლებელს გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ოპერისა და ბალეტის თეატრში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პირველად ჩატარებულ კონკურსს 2 000-მდე მონაწილე ჰყავდა. მათ შორის 10 პედაგოგი

განათლების სამინისტრომ და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.

ვის გადაეცა ეროვნული პრემია და რა კრიტერიუმებით შეირჩნენ კონკურსის გამარჯვებულები, – გენო ოსიყმაშვილი ადევნებდა თვალს ცერემონიას.