ხვალ წლის მასწავლებელი გამოვლინდება.
პედაგოგის საერთაშორისო დღეს გახდება ცნობილი, ვინ მიიღებს ამ საპატიო სტატუსს. ჟიურის გადაწყვეტილებას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთი ფინალისტი ელოდება. ისინი 127 კონკურსანტს შორის გამოარჩიეს. მთავარი კრიტერიუმი, რითაც ჟიური საბოლოო გადაწყვეტილების დროს იხელმძღვანელებს, სწავლების მეთოდიკაში ინოვაციური მიდგომების გამოყენება და მოსწავლეების მოტივაციის გაზრდაა.
გეო ოსიყმაშვილი ფინალში გასულ ხუთივე კონკურსანტს გაგვაცნობს. ისინი საგანმანათლებლო საქმიანობას თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში ეწევიან.