რამდენიმე წუთში წლის პედაგოგი გამოვლინდება.
ამ სტატუსისთვის წელს 104 მასწავლებელი იბრძოდა, თუმცა ბოლო ეტაპზე მხოლოდ ხუთი მათგანი გადავიდა. სწორედ ამ ხუთ პედაგოგს შორის უნდა დაასახელოს ქვეყნის საუკეთესო მასწავლებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ. კონკურსი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება.
დაჯილდოების ცერემონია ამ წუთებში ილიას ბაღში მიმდინარეობს და მას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.