მეგაპროექტი „ვოისი“ საქართველოს პირველ არხზე

დღეს, ზუსტად 22:00 საათზე, საქართველოს პირველ არხზე მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული მუსიკალური მეგაშოუს „ვოისის“ პირველი ლაივტური გაიმართება. ბრმა არჩევანისა და რინგის შემდეგ, მესამე ტურში მაყურებელს უკვე ეძლევა საშუალება, ვოისის ფეისბუქგვერდზე შევიდეს და საკუთარ რჩეულს ხმა მისცეს.

დღეს „საბურთალო სითი მოლში“ პროექტის მონაწილეები და ჟიურის წევრი სალიო მაყურებელს შეხვდნენ და მათთვის იმღერეს. ასევე, განთავსებული იყო ჟიურის სკამი, სადაც ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა, სამახსოვრო ფოტო გადაეღო.

ვოისი

დატოვე კომენტარი