მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ბულინგის თემაზე იმსჯელეს
ბულინგის თემაზე იმსჯელეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას, თბილისისა და რუსთავის სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ. დისკუსიაში არასამთავრობო სექტორიც იყო ჩართული.
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბულინგის პრევენციის მიმართულებით, დირექტორებისა და პედაგოგებისთვის სხვადასხვა ტრენინგს ახორციელებს. რამდენიმე დაგეგმილ ღონისძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ტრენინგმოდული სახელწოდებით, „თანასწორობის საკითხები“, რომელსაც ყველა საჯარო სკოლის დირექტორი 2017 წლის დეკემბრიდან 2018-ის აპრილის ჩათვლით გაივლის.