მიხეილ ჩხენკელი - ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს მაღალი დონის სპორტული ინფრასტრუქტურა
მიხეილ ჩხენკელი - ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს მაღალი დონის სპორტული ინფრასტრუქტურა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პრინციპული პოზიცია აქვს, რომ ყველა სკოლას ჰქონდეს მაღალი დონის სპორტული ინფრასტრუქტურა.

ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სპორტული აქტივობები დაკავშირებულია ბულინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად. როგორც მინისტრმა განმარტა, როდესაც ახალგაზრდა ხარჯავს თავის ენერგიას სწავლა-განათლებასა და სპორტში, ის უკვე არის ჯანსაღი ადამიანი და ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი.

„მინდა ჩემი პოზიცია გითხრათ, ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სპორტი ახალგაზრდებისა და მოსწავლეებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სწავლა-განათლება. ეს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მაგალითმაც აშკარად დაამტკიცა და ეს ჩვენთანაც ასე უნდა მოხდეს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რაც შეეხება სკოლების ინფრასტრუქტურას, მინისტრის თქმით, ამ მხრივ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

„პრინციპული პოზიცია მაქვს, რომ ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს თავისი მაღალი დონი სპორტული ინფრასტრუქტურა. ამისთვის კი მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.