განათლების სამინისტროს განცხადება

განათლების სამინისტრო იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მიმართ ბულინგის ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა. ტექსტში ვკითხულობთ: გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო განათლების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.

აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს. განათლების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სკოლის მოსწავლის ბულინგის ფაქტზე გამოძიება დაიწყო