გამოძიება ძალადობის ფაქტებზე

გვიან ღამით მომხდარმა თავდასხმებმა პოლიტიკური ურთიერთბრალდებები გაცაამწვავა. ნაცემები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი დიმიტრი ჩიქოვანი, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი და ზურა გირჩი ჯაფარიძის ძმა გია ჯაფარიძე და სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ღვინიანიძე, რომლებიც მიღებული დაზიანებების გამო კლინიკებში მოხვდნენ. თავდასხმებზე ჯერ არავინაა დაკავებული. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მომხდარს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აცხადებს. ამ კონტექსტში ფასდება მედიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახლებთან და ოფისებთან გაკრული პოსტერები და ოპოზიციის მხარდამჭერებთან განხორციელებული შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები. ყველა ამ ფაქტის მიღმა ვითარების ესკალაციის მიზნით თავად ოპოზიციის ნაწილის კვალს ხედვას მმართველი გუნდი. აქციების დროს თავდასხმები პოლიციელებზე, ბულინგი სოციალურ ქსელში განსხვავებული აზრის მიმართ, მოქალაქეებისთვის გზების ჩაკეტვა – „ქართული ოცნება“ ყველა ამ ფაქტს არეულობის მიზნით შემუშავებული გეგმის ნაწილად მიიჩნევს. დღეს ცნობილი ხდება, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციების ექვსი მონაწილე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.