თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით გაჩენილი ტყის ხანძრების გამო, დარდანელის სრუტე დროებით ჩაკეტეს. სახიფათო ზონიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, 83 ადამიანი დაშავდა. მათი ნაწილი ჰოსპიტალიზებულია. ცეცხლის გამო, საკუთარი სახლებიდან 9 სოფლის მოსახლეობა გაიყვანეს. ჯამში 1 251 ადამიანი. დროებით დახურულია რამდენიმე ავტომაგისტრალი. ხანძრის ჩაქრობაში 8 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი 1100 მეხანძრეა ჩართული.