ტყის ხანძრები ესპანეთში
ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ამ დროისთვის 500-მდე ადამიანია ევაკუირებული. როგორც პუნტაგორდას მერმა განაცხადა, ესპანეთში ტყის ხანძარი დღეს დილით ტემპერატურის მკვეთრი ზრდის ფონზე გაჩნდა, ძლიერმა ქარმა კი ხანძრის გავრცელებას ხელი შეუწყო. ხანძრის შედეგად უკვე 200 ჰექტარია განადგურებული, გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.