მასშტაბური ხანძარი - საგანგებო ზომები აშშ-სა და კანადაში

მასშტაბური სტიქიის უმძიმესი შედეგები: კანადის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, აშშ-ის ქალაქებში საგანგებო ზომებს იღებენ. ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულზეა. მათ შორის მძიმე სიტუაციაა ნიუ-იორკში, სადაც მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ, სხვა შემთხვევაში ნიღბების გამოყენებისკენ მოუწოდებენ. სტიქიის ზონაში ვითარება სულ უფრო უარესდება. ცეცხლის სწრაფი გავრცელების შედეგად, ტყის მასივში ახალი კერები ჩნდება. სატყეო ხანძარმა კანადის თითქმის ყველა პროვინცია მოიცვა. მომდევნო ერთი კვირის ამინდის პროგნოზი ცეცხლის კერების დროულ ლიკვიდაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კანადაში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სატყეო ხანძრის შედეგად მილიონობით ჰექტარია დამწვარი.