საზეიმოდ გაიხსნა სოფელ მარტყოფში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული მე-2 საჯარო სკოლა.
სკოლაში, სადაც 416 ბავშვი სწავლობს, სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო თანამედროვე ლაბორატორია.
სკოლის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყო. ღონისძიებას აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ახალდანიშნული აღმასრულებელი დირექტორი შონ ქეირნქროსი დაესწრო.
2019 წელს, ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 33 საჯარო სკოლას, საიდანაც 13 სკოლა სექტემბერში გაიხსნება.