ჯონათან ნეში თბილისში იმყოფება

თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი, ჯონათან ნეში იმყოფება. დღეს სტუმარმა სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი დაათვალიერა, სადაც სწავლება უახლესი მეთოდით და სპეციალური თანამედროვე სიმულატორების მეშვეობით ხდება.

პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში დაფინანსდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჯონათან ნეშის შეხვედრა მთავრობის წევრებთან. ასევე, სტუმარი ფონდის დახმარებით გარდაბნისა და რუსთავის რეაბილიტირებულ სკოლებს მოინახულებს.