„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი კონკურსს აცხადებს კომპანიებისთვის, რომლებიც ქალების განათლებას ხელს უწყობენ.

ამის შესახებ დღეს ფონდის წევრებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, გენდერული საკითხები ამჟამად პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით საკუთარი როლის კიდევ უფრო გაძლიერების თვალსაზრისით,  ეს წახალისებაა კერძო სექტორისთვისაც.

მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი 15 თებერვლამდე უნდა შეავსონ.