მსჯელობა სასკოლო განათლების მიღწევებსა და გამოწვევებზე

18:21, 05.05.2018

განათლების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასკოლო განათლების მიღწევებსა და გამოწვევებზე მსჯელობენ. განიხილავენ კვლევას, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევა, რომელიც ათწლიან პერიოდს მოიცავს, მეოთხე კლასელებში წიგნიერებას, ელექტროწიგნიერებას და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ ქართული ენის ფლობის დონეს ასახავს.

კვლევა ბევრ მიმართულებას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევა სახელმწიფომაც ჩაატარა. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, გარკვეულ მიმართულებებში შედეგები არადამაკმაყოფილებელია.

 

მსგავსი