განათლების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასკოლო განათლების მიღწევებსა და გამოწვევებზე მსჯელობენ. განიხილავენ კვლევას, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევა, რომელიც ათწლიან პერიოდს მოიცავს, მეოთხე კლასელებში წიგნიერებას, ელექტროწიგნიერებას და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ ქართული ენის ფლობის დონეს ასახავს.
კვლევა ბევრ მიმართულებას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევა სახელმწიფომაც ჩაატარა. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, გარკვეულ მიმართულებებში შედეგები არადამაკმაყოფილებელია.