ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ღონისძიება

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ათასწლეულის გამოწვევების კორპორაციის, მეორე კომპაქტის მიღწევების პრეზენტაცია – ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, 140 მილიონი დოლარის გრანტით განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შედეგები წარმოადგინეს. გაიმართა თემატური გამოფენაც. ღონისძიებას მთავრობის წევრები, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელი, შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.