სკოლების რეაბილიტაცია

21:40, 04.07.2019

ახალ სასწავლო სეზონს 33 სკოლა განახლებული შენობით და ინფრასტრუქტურით შეხვდება.

ამერიკის მთავრობის დაფინანსებით მოქმედი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხუთწლიანი პროექტი დასრულდა. ბოლო ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში მდებარე 33 სკოლას ჩაუტარდა, მთლიანად განახლდა სასწავლო ინფრასტრუქტურა, დაფინანსდა პედაგოგების გადამზადების კურსებიც.

ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ქვეყანაში ისევ რჩება ათეულობით სკოლა, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს, ან აღდგენას საერთოდ აღარ ექვემდებარება. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებშიც.

მსგავსი