ახალ სასწავლო სეზონს 33 სკოლა განახლებული შენობით და ინფრასტრუქტურით შეხვდება.
ამერიკის მთავრობის დაფინანსებით მოქმედი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხუთწლიანი პროექტი დასრულდა. ბოლო ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში მდებარე 33 სკოლას ჩაუტარდა, მთლიანად განახლდა სასწავლო ინფრასტრუქტურა, დაფინანსდა პედაგოგების გადამზადების კურსებიც.
ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ქვეყანაში ისევ რჩება ათეულობით სკოლა, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს, ან აღდგენას საერთოდ აღარ ექვემდებარება. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებშიც.