„მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოში“

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოში. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კვლევის შედეგები წარადგინეს. მათი თქმით, სფეროში მთელი რიგი პრობლემებია. მოსაგვარებელია როგორც ტერიტორიული ხელმისაწვდომობა, ასევე ფინანსური და სოციალური ბარიერები. დოკუმენტში საუბარია საკანონმდებლო ხარვეზებსა და სასამართლოსადმი წარსადგენი დოკუმენტაციის შედგენის სირთულეზეც. ავტორებმა რეკომენდაციებიც ასახეს. კვლევა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში ჩატარდა.