სპეცოპერაცია მესტიაში

212 ე.წ. მაინერი სულ რაღაც სამ დღეში – ასეთია მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგი. საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ადგილობრივები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მართლსაწინააღმდეგოდ მოიხმარდნენ და კრიპტოვალუტის გენერირებით არალეგალურ შემოსავალს იღებდნენ.

ბოლო მონაცემებით, უკანონო მაინინგის გამო, მესტია წლიურად იმდენ ელექტრორესურსებს მოიხმარდა, რამდენსაც 15-მდე სხვა მუნიციპალიტეტი ერთად. გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები არ გამორიცხავენ დანაშაულში მხილებულთა წრე გაფართოვდეს. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.