ილონ მასკის განცხადება - გამოხმაურებები

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ ევროპას არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია აკონტროლებს, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს. ამის შესახებ მასკი სოციალურ ქსელში წერს. ის გერმანელი პოლიტიკური აქტივისტის, ნაომის ზეიბტის პოსტსაც აზიარებს, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციების აღზევებამ დემოკრატიის სიკვდილი გამოიწვია. „დემოკრატია არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატიის აღზევებასთან ერთად მოკვდა. თქვენი ხმა ევროკავშირის დაშლამდე არაფერს ნიშნავს“, – წერს ნაომი ზეიბტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ილონ მასკის განცხადებას ეხმაურებიან.