უსაფრთხოების აკადემიის ახალი რექტორი 

გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ახალი რექტორი წარადგინა. აღნიშნულ თანამდებობას სოფიო აბულაშვილი დაიკავებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადებით, აბულაშვილს სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორის თანამდებობას. თავის მხრივ, ახალდანიშნულმა რექტორმა გამოცხადებული ნდობისთვის გეკა კელაძეს მადლობა გადაუხადა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ცნობისთვის, სოფიო აბულაშვილმა მალხაზ ჩიტაია ჩაანაცვლა.