მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. დღევანდელ დღეს აღდგომის განახლებას და თომას კვირასაც უწოდებენ. კვირაცხოვლობას ტაძრებში არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში, ეკლესიებში საკურთხევლის შესასვლელთან დევს. მორწმუნეები მას მთელი წლის განმავლობაში ინახავენ და უძლურების დროს იღებენ.