აჭარაში მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში შობის დღესასწაული აღინიშნა

აჭარაში მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში შობის დღესასწაული აღინიშნა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იყო, სადაც სადღესასწაულო ლიტურგია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტრადიციული ალილო წელს ბათუმში უამინდობის გამო არ ჩატარდება.