მარნეულში დილიდან ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ. გადაკეტილია ცენტრალური ქუჩა, გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები, ტკბილეული და ნობათი.
დღესასწაული მოსახლეობას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.