მარნეულის მუნიციპალიტეტში 83 000-ზე მეტი ადამიანია ამ დროისთვის შემოწმებული. მედიკოსები აგრძელებენ კარდაკარ შემოვლას, იკვლევენ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოხალისეები კი, ადგილობრივების საჭიროებებს აღწერენ.
მუნიციპალიტეტში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში კი, პაციენტების მიღება გრძელდება.