ვაკის პარკის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. ერთ-ერთ მათგანი საქმის გამომძიებელი იქნება. მასთან შეკითხვები აქვთ ადვოკატებს. როგორც ლაშა ფურცხვანიძის უფლებადამცველი აცხადებს, აღნიშნულმა გამომძიებელმა საქმე არაობიექტურად გამოიძია. კონკრეტულად კი, შემთხვევის ადგილზე არსებული სურათი სრულად არ აღწერა. პროკურორის განცხადებით კი, გამომძიებელმა შემთხვევის ადგილი სრულყოფილად აღწერა, აღმოაჩინა დაზიანებული კაბელები, ჩაატარა ექსპერიმენტი და აღმოჩნდა, რომ კაბელებიდან ელექტროენერგია ჟონავდა.