მარგველაშვილის მოწოდება ოპოზიციას

ხელისუფლება უკან დახევას აღარ აპირებს. თავის მხრივ რამდენიმე ეტაპიან პროტესტს აანონსებს ოპოზიცია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტისგან ახალ რეკომენდაციას იღებს.

გიორგი მარგველაშვილი გამოსავლს მხოლოდ პროცესების რადიკალიზაციაში და საპროტესტო მუხტის მაქსიმალურად აწევაში ხედავს. ექს-პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ოპოზიციური სპექტრის სტრატეგია არ მოსწონს და მას საერთაშორისო პარტნიორებზე ზედმეტი დამოკიდებულების გამო საყვედურობს. მოწოდებაა, რომ უცხოელი პარტნიორებისგან ვითარების დამშვიდების მცდელობა ოპოზიციამ აღარ დაუშვას. ყოფილი სახელმწიფო მეთაურის გზავნილებს არაერთგვაროვნად ხვდებიან მთავარი ადრესატები. არანაკლებ საინტერესო იყო მარგველაშვილის განცხადებების ის ნაწილი, სადაც ბოლო თვეებში პოლიტიკური პასიურობის მიზეზები განმარტა.